სახელმწიფო საწარმო, „როსმორპორტი“ ლაინერ „კნიაზ ვლადიმირს“ რომელიც კრუიზს აფხაზეთშიც ასრულებდა, აუქციონზე გაყიდის. ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.
აუქციონი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაიმართება.
საკრუიზო ლაინერმა „კნიაზ ვლადიმირმა“ რეგულარული სამგზავრო მომსახურება შავ ზღვაში სამხედრო საფრთხის გაჩენის გამო შეწყვიტა.
ცნობისთვის, სამგზავრო გემმა „კნიაზ ვლადიმერმა“ ნაოსნობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, აფხაზეთში კი პირველად 2019 წელს შევიდა.