შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

 

2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

 

ისტორია აირჩია 22 200-მდე  აბიტურიენტმა;

მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;

ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

 

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3  აპრილს დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეტანათ ცვლილებები ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალში ან შეეცვალათ გამოცდის ენა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

 

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.