2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფარი 515 ადამიანმა ითხოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 224 იყო, პირველ კვარტალში კი 291.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი 104 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებმაც 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს:
- უკრაინა - 104 მოქალაქე
- ირანი - 93 მოქალაქე
- თურქეთი - 72 მოქალაქე
- რუსეთი - 49 მოქალაქე
- ინდოეთი - 17 მოქალაქე
შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს ჯამში 1 473 განაცხადი იყო რეგისტრირებული.