Covid-19-ის პანდემიამდე სახლიდან მუშაობა იშვიათობა იყო, ახლა კი მილიონობით ადამიანისთვის ნორმად იქცა. მაგრამ Furniture At Work გუნდის მიერ წარმოდგენილი მომავლის დისტანციური მუშაკის გროტესკული მოდელი სულაც არ მოგანდომებთ დისტანციურ მუშაობას.

Daily Mail-ის ცნობით, მოდელს სახელად ანას აქვს მოხრილი ზურგი, წითელი შეშუპებული თვალები მუქი წრეებით და კლანჭების მსგავსი თითები. ის მოხრილია იმიტომ, რომ ლოგინიდან მუშაობდა, მთელი დღე კომპიუტერის ეკრანზე ცქერით თვალები ჩაწითლებული აქვს და სტკივა. გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები, ჭარბი წონა და სუსტი იმუნიტეტი აქვს.

მიღებული მონაცემების გამო, ჯანდაცვის ექსპერტები დისტანციურ მუშაკებს მოუწოდებენ, რომ სახლიდან მუშაობის დროს, საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვარჯიშით და რეგულარული შესვენებებით იზრუნონ.