საქართველოს ეროვნული ნაკრები EURO 2024-ზე ასპარეზობას აგრძელებს. გუშინ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა Euro 2024- ზე მოხვედრისთვის €9.25 მილიონი უკვე მიიღო.

მერვედფინალის პირველ მატჩი საქართველო ესპანეთთან კელნში 50 000-ის ტევადობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გასვლისთვის Uefa-სგან 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

17 ივნისს UEFA-მ EURO 2024-ის საპრიზო თანხა დაამტკიცა,  თანხა ჯამში 331 მილიონი ევროს შეადგენს. 

თანხა შემდეგნაირად ნაწილდება

  • ტურნირში მონაწილეობა: €9.25 მილიონი
  • მატჩის ბონუსი: €1 მილიონი მოგებისთვის და €500 000 ფრისთვის
  • 1/16-ფინალში გასვლა: €1.5 მილიონი
  • მეოთხედფინალში გასვლა: €2.5 მილიონი ევრო
  • ნახევარფინალში გასვლა: €4 მილიონი
  • მეორე ადგილი: €5 მილიონი
  • ტურნირის გამარჯვებული: €8 მილიონი

მაქსიმალური თანხა, რაც ჩემპიონმა გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩის მოგების შემთხვევაში შეიძლება გამოიმუშაოს, 28.25 მილიონი ევროა.