14 ივნისს გერმანიაში UEFA-ს მიერ ორგანიზებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო და ის 14 ივლისამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, Euro 2024 - ის მონაწილე 24 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებიცაა. ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ 22 ივნისს ჩეხეთს და 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
UEFA - მ საერთო ჯამში 331 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც შემდეგნაირად განაწილდება
- ტურნირში მონაწილეობა: €9.25 მილიონი
- მატჩის ბონუსი: €1 მილიონი მოგებისთვის და €500 000 ფრისთვის
- 1/16-ფინალში გასვლა: €1.5 მილიონი
- მეოთხედფინალში გასვლა: €2.5 მილიონი ევრო
- ნახევარფინალში გასვლა: €4 მილიონი
- მეორე ადგილი: €5 მილიონი
- ტურნირის გამარჯვებული: €8 მილიონი
მაქსიმალური თანხა, რაც ჩემპიონმა გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩის მოგების შემთხვევაში შეიძლება გამოიმუშაოს, 28.25 მილიონი ევროა.