ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა მისი პარტნიორი Air Dilijans-ის თბილისი-მოსკოვის რეისზე (ტრანსფერით ერევანში) ბილეთების გაყიდვა დაიწყო. Известия-ს ინფორმაციით, ამით შესახებ მათ კომპანია Georgian Airways-ის წარმომადგენელმა განუცხადა.

ვებგვერდის ცნობით, ერევანში ტრანსფერის დრო 30 წუთია.

„ჩვენ დავიწყეთ ამ რეისის ბილეთების გაყიდვა, როგორც კი სომხეთის ავიახაზებს სახელი გადაერქვა“, - განაცხადა რუსულ მედიასთან ქართული ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

განცხადება ავიაკომპანიის სახელის გადარქმევის შესახებ მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2023 წლის 20 მარტს. ამ რეისის ბილეთებს თავად Air Dilijans-იც ყიდის.

ინფორმაცია კომერსანტმა Georgian Airways  საიტზეც შეამოწმა, სადაც ნამდვილად იყიდება  თბილისი-ერევანი-მოსკოვის რეისის ბილეთები, რომელსაც Air Dilijans ასრულებს და 450-460 აშშ დოლარი ღირს.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ, თავის მხრივ, მიიღო გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების ფრენების შეჩერების შესახებ.

მიმდინარე წლის აპრილში  ინფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ  მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - ვნუკოვოს საიტზე გამოჩნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პირდაპირ რეისებს Georgian Airways-ი განახორციელებდა. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ასევე Georgian Airways-მაც. თავად ვნუკოვოს აერპორტმა კი ამ რეისის მათ საიტზე გამოჩენა ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა.