პოლონეთში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებული 38 წლის მამაკაცია.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ის კატოვიცეს აეროპორტში მაშინ აიყვანეს, როცა ქუთაისიდან პოლონეთში გეგმური რეისით ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცს ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.