პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში 4 ქართველი სტუდენტი სწავლობს. ამის შესახებ უნივერისტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ახალგაზრდები არა მხოლოდ გამორჩეული სტუდენტები, არამედ ჩინურ-უცხოური კულტურის ხიდის მშენებლებიც არიან.

„პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტმა დაარსებიდან ბოლო 60 წლის განმავლობაში დაამყარა ფართო თანამშრომლობა 406 უნივერსიტეტთან და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მსოფლიოს 76 ქვეყანასა და რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით დააარსა 22 კონფუცის ინსტიტუტი და საკლასო ოთახი; აგრეთვე, მოამზადა 300 000 ჩინურენოვანი სამშვიდობო წარმომადგენელი მსოფლიოს 189 ქვეყნისა და რეგიონისთვის.

ჩვენს უნივერსიტეტს მრავალი გამოჩენილი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის, ეთიოპიის ყოფილი პრეზიდენტი მულატუ, ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი, ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სხვა მსოფლიო ლიდერები. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, ჩინეთში მყოფი დიპლომატები, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური დეპარტამენტის დირექტორი პროფესორი მარინა, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და ა.შ.

ამჟამად ჩვენთან 4 ქართველი სტუდენტი სწავლობს მაგისტრატურაზე. ისინი არა მხოლოდ გამორჩეული სტუდენტები არიან, არამედ ჩინურ-უცხოური კულტურის ხიდის მშენებლებიც. ისინი ჩვენი და თავიანთი ქვეყნების სიამაყეები არიან. ჩვენ ყველა ჩვენი სტუდენტის სახელს უნივერსიტეტის ისტორიაში ვწერთ. ჩინეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

ურთიერთობები დღითი დღე აქტიურდება. ჩვენ ავაშენეთ თანამშრომლობის ხიდი, რათა ხელი შევუწყოთ ჩინური განათლების მდგრად განვითარებას საქართველოში. ჩვენი უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს თბილისის უნივერსიტეტთან და სხვა უმაღლეს საგანმანათლბელო დაწესებულებებთან.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩინური ენის სტანდარტების ჩამოყალიბების მიმართულებით, განათლების კვლევების სფეროში. საქართველოში ჩინური განათლების განვითარებისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას“, - აღნიშნა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.