რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ. მათ სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავეს, მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პარლამენტთან დააკავეს ასევე, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.