ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებისთვის კულტურის სამინისტრომ ტენდერი მესამედ გამოაცხადა. პირველი ტენდერის პირობებით პროექტში 2.2 მილიონის დახარჯვა იგეგმებოდა, მეორე ტენდერში კი 1 784 580 ლარი იყო გათვალისწინებული. მესამე ტენდერში კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 642 552 ლარია. წინადადებების მიღება 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება.
პირველი ტენდერის ჩაშლის მიზეზი პროექტში და ხარჯთაღრიცხვებში არსებული უზუსტობები აღმოჩნდა. პირველად გამოცხადებულ ტენდერში ერთი შეთავაზება იყო მიღებული შპს მარდისგან, თუმცა სატენდერო კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ტენდერის ჩაშლის მიზეზი ერთადერთი პრეტენდენტის „აბსოლუტპლუსის“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია გახდა.
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად. შენობა ფუნქციურად უნდა წარმოადგენს ამფითეატრს რომელსაც აქვს ღია სცენა და ორ იარუსიანი სამაყურებლო ტრიბუნები, ასევე ამფითეატრის კომპლექსის ნაწილია ერთ სართულიან დამხმარე შენობები სხვადასხვა ოთახებით, მათ შორის ცენტრალური ჰოლი, კორიდორი, საპირფარეშოები, გამოსაცვლელი ოთახი, საშხაპეები, სათავსოები, სამეურნეო ოთახი, სცენის დამხმარე სივრცე და საპროექციო ოთახი.
ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაა განისაზღვრება 3 (სამი) წლით, ამასთანავე ჩამოთვლილ სამუშაოებზე დამატებით განსაზღვრულია შემდეგი საგარანტიო ვადები:
ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 20 წელი; სახურავი - 8 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა;
შპს „სპორტმშენსერვისის“ მესაკუთრე სახელმწიფოა, მის 100%-იან წილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფლობს. დირექტორი კი გერონტი ცინდელიანია.