ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა - ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი, დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მოძრაობა ორშაბათს 21:00 საათიდან აიკრძალა. გზის დაკეტვის მიზეზად ძლიერი თოვა დასახელდა, რის გამოც გზაზე ზვავსაშიშროებაა.

უწყება არ აკონკრეტებს, გზა როდის გაიხსნება.