ოკუპირებული აფხაზეთის რიწის პარკში ტურისტებით სავსე ავტომობილი ამობრუნდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ წერს.
ავარიის შედეგად 64 წლის ქალი დაიღუპა. ასევე რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ისინი გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის მიზეზები უცნობია.
ცნობისთვის, გაგრაში ავარია 9 აგვისტოსაც მოხდა, როდესაც საპირისპირო მხარეს გადასული ჯიპი მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.