გორის "დილას" დაცვას გამოცდილი პორტუგალიელი ცენტრალური მცველი ტიაგო ილორი გაამაგრებს. 32 წლის უკანახაზელს სხვადასხვა დროს უთამაშია "სპორტინგში", "ეშტორილში", "ლივერპულში", "გრანადაში", "ბორდოში", "ასტონ ვილაში", "რედინგში", "ბოავიშტაში", "პასუშ ფერეირასა" და "ბელენენსესში".

საინტერესოა, რომ ილორი ინგლისშია დაბადებული და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. ის სხვადასხვა დროს ასპარეზობდა პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, თუმცა ეროვნულ გუნდში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

"სპორტინგის" შემადგენლობაში მან პორტუგალიის თასი მოიგო. 2013 წლის სექტემბერში ილორი "ლივერპულმა" 7 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ... პორტუგალიელმა ვერც ინგლისური გრანდის შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ვერც "ასტონ ვილას" ძირითადის ფეხბურთელი გახდა, სამაგიეროდ, სათამაშო დრო ჰქონდა "რედინგში", "ბორდოსა" და "გრანადაში".

შეგახსენებთ, რომ ტიაგო ილორიმდე "დილამ" კიდევ ერთი გამოცდილი პორტუგალიელი მცველი, პედრო მენდეში დაიმატა.

lelo.ge