გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“ დღევანდელ ღონისძიებაზე, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქი+ პირებისთვის“, – წერს საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა.