ჭიათურაში, მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. "ინფო იმერეთის" ცნობით, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაცაძემ შიმშილობა 4 აპრილს დაიწყეს. მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, შეხვდეს ხელისუფლების წარმომადგენელი მაღაროელებს და უშუალოდ მოისმინოს მათი პოზიციის შესახებ.