მას შემდეგ, რაც 1953 წელს, მთამსვლელებმა - ედმუნდ ჰილარიმ და ტენზინგ ნორგეიმ პირველად დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრა, პლანეტის თითქმის ყველა მთამსვლელის მიზანი გახდა.
ევერესტი, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალად ითვლება, თუმცა, ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ახალი დასკვნა დადეს.
ისინი აცხადებენ, რომ დედამიწაზე ორი საიდუმლო მწვერვალი არსებობს, რომელთა სიმაღლე ევერესტის 8800 მეტრიან მწვერვალს, 100-ჯერ აღემატება.
თუმცა არსებობს ერთი სპეციფიკური გარემოება. უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ეს უზარმაზარი მწვერვალები ჩვენი პლანეტის ზედაპირზე არ არის ნაპოვნი. ისინი დედამიწის ქერქის ქვეშ, დაახლოებით 2000 კმ-ის სიღრმეში მდებარეობენ.
“არავინ იცის არის თუ არა ეს მთები დროებითი ფენომენი, თუ მილიარდობით წლის განმავლობაში არსებობენ,“ - აცხადებს წამყვანი მკვლევარი დოქტორი არვენ დეუსი.
ორი სტრუქტურა დედამიწის ბირთვსა და მანტიას შორის, ნახევრად მყარ ზონაში, აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეშ მდებარეობს. მათ ირგვლივ არის ჩაძირული ტექტონიკური ფილების “სასაფლაო“.