თბილისს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა. „მეტროპოლმა“ პირველი პროექტი დათქმულ ვადებში დაასრულა და დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში „მეტროპოლ ბაგების“ მესაკუთრეებს უკვე გადასცა ბინები, რომლებიც ჩაიფიქრეს.
პროექტი, რომელიც 3 წლის წინ დაიწყო, ყველა გეგმის დაცვით განხორციელდა. „მეტროპოლმა“ საძირკვლის ჩაყრიდან ყველა ეტაპი ზუსტი ვადების დაცვით გაიარა. სისტემური და სწრაფი პროცესის მართვით, დეველოპერულმა კომპანიამ შეძლო და „მეტროპოლ ბაგების“ 14-სართულიანი კორპუსი თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიიყვანა.
14-სართულიანი კორპუსი 96 საცხოვრებელი ფართით წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს არის განთავსებული. გადატვირთული ქალაქის ფონზე ეს ადგილი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა, რაც თანამედროვე მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციასთან ერთად, კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მრავალფუნქციური კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობაა. ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში მდებარე ახალი საცხოვრებელი კორპუსის პირველ ორ სართულს კომერციული და საოფისე ფართები იკავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება რამდენიმე მეტრის დისტანციაზეა. შენობა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდთან ახლოს მდებარეობს.
გიორგი მხეიძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი: „ბაგები“ „მეტროპოლის“ პირველი პროექტია, რომელიცდათქმულ ვადებში დავასრულეთ. ეს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების დამსახურებაა. მშენებლობის დაწყების პირველივე წუთიდან ვიცავდით ყველა სტანდარტს, რათა მომხმარებლებისთვის ჩაგვებარებინა ზუსტადის ბინები, რომლებიც ჩაიფიქრეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ ჩვენი მომავალი მობინადრეებიდა პროექტის ყველა ეტაპზე მათ დეტალურ ინფორმაციას ვუზიარებდით.
ჩვენთვის მცხოვრებლების კმაყოფილება უმნიშვნელოვანესი მიზანია. მინდა აღვნიშნო ის, რომ „მეტროპოლისთვის“ მათთანურთიერთობა ბინების გადაცემით არ სრულდება, ჩვენ მათთან ერთად ვაგრძელებთ სვლასა და განვითარებას“.
ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილეფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „მეტროპოლის“ გუნდისთვისბაგები განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან სწორედ ამ პროექტითგამოვჩნდით საქართველოს ბაზარზე. აღსანიშნავია ის, რომ უმაღლესი ხარისხითადა სტანდარტების სრული დაცვით შევძელით პირველი საცხოვრებელი კორპუსისაშენება. ჩვენი საქმიანობის სტანდარტი მშენებლობის თანამედროვე მიდგომები, საგანგებოდ შერჩეული ადგილმდებარეობა, ეკომეგობრულობა და მომხმარებლისკომფორტსა და ინტერესებზე მორგებული საცხოვრებელი ფართების შეთავაზებაა. გვიხარია, რომ „მეტროპოლ ბაგების“ მობინადრეებს უკვე გადავეცით ბინები, რომლებიც მათ ჩაიფიქრეს“.
„მეტროპოლ ბაგების“ მრავალსართულიან კორპუსში ბინების ფართი 54.2 კვ.მ-დან 107.5 კვ.მ-მდეა. ჭერის სიმაღლე კი 3 მ-ია. შიდა სამუშაოებისათვის კომპანიამ პემზა ბლოკი შეარჩია, რაც საცხოვრებელ ფართში მეტ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. რაც შეეხება შიდა კედლებს, კედლები პერლიტის შემცველი მასალით არის გალესილი, რომელიც თბოგამტარიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მობინადრეებს ხმაურისაგან მაქსიმალურად იცავს.
სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაგეგმარებულ კორპუსში მესაკუთრეები თანამედროვე ბინებში იწყებენ ცხოვრებას, სადაც მთავარი აქცენტი ენერგოეფექტურობაზე, ჭკვიანი სახლის სისტემასა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებზე გაკეთდა.
საცხოვრებელ კორპუსში გათვალისწინებულია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემა, ასევე ვიდეოსათვალთვალო კამერები ჰოლში, დერეფნებში, კიბესა და კიბის უჯრედებისთვის გამოყოფილ სივრცეში, ასევე ეზოს ტერიტორიაზე, რაც „მეტროპოლ ბაგებში“ მცხოვრები ოჯახებისთვის დამატებითი უსაფრთხოების წინაპირობაა.
ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალების გამოყენებით, საცხოვრებელი კორპუსი საიმედო მონოლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით აშენდა. ფასადები ხის ფორმის ბოჭკოვანი ცემენტის პანელებითა და ფილების კომბინაციით დაიფარა. შენობის გარკვეული ნაწილი კი ვიტრაჟულია, რასაც შუშის ღია აივნები ემატება.
კეთილმოწყობილი და ფუნქციურად დატვირთულია კომპლექსის ეზო. გამწვანებულ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ადგილი საბავშვო სათამაშო მოედანსა და მოსასვენებელ სკვერებს უჭირავს. მრავალფუნქციური კომპლექსის სიახლოვეს მდებარე კომერციული თუ სოციალიზაციის სივრცეები კი ცხოვრებისათვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის.
ბაგების კომპლექსის გარდა, „მეტროპოლს“ ამჟამად კიდევ ხუთი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისსა და ბათუმში. დეველოპერული კომპანია 2025 წელს 6 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.
---
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში “მეტროპოლ ბაგები” უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს "მეტროპოლ ქავთარაძისა“ და "მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის “მეტროპოლ ლისის” მშენებლობა. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და "მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.