საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტი ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილისთვის ანგელოზის დღის მისალოცად კერძო ვიზიტია და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გავრცელებული ფოტოებიდან შეიტყვეს.
ცნობისთვის, გავრცელდა ფოტოები სადაც ჩანს, რომ მეტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება რუსეთის პატრიარქრისთვის ანგელოზის დღის მისალოცად.