რუსთავის ელექტროტექნიკური კომპანია "რეტკოს" (Retco) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ კაპანაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის, გიორგი ფანგანის, პასუხად, სოციალურ ქსელში წერს, რომ 20 დეკემბერს იმყოფებოდა ენერგეტიკოსების მარშზე, სადაც, კაპანაძის თქმით, იყვნენ ასევე არაერთი კომპანიის თანამშრომლები.
გიორგი ფანგანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მარშზე "ენერგეტიკის სექტორიდან არავინ ყიფილა და ეს უფრო საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო".
ზურაბ კაპანაძე კი ამტკიცებს, რომ მარშში სექტორის ბევრმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენი აპოლიტიკური ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპოლიტიკური წევრი.
მე ვიყავი აქციაზე! აქციაზე იყო საქართველოს მსხვილი და საშუალო ზომის ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლები, სტუდენტები...
ვერ მოახერხეს მოსვლა ,მაგრამ პირდაპირი კომუნიკაციით თუ სოც.ქსელებით ღიად დააფიქსირეს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილმა ენერგეტიკოსებმა,წესიერმა,პატიოსანმა ადამიანებმა.
მაინტერესებს ჩემი ასობით კოლეგის აზრი, რომელ დარგთან მაიგივებენ, ენერგეტიკასთან თუ საცირკოსთან?
განსაკუთრებით სემეკში საშუალო მენეჯერულ რგოლში მომუშავე ახალგაზრდებისგან მაინტერესებს, რომლების პროფესიულ წარმატებაში ჩემი პირადი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გუშინ აქციაზე მდგარი RETCO LLC თანამშრომლების, მათი მასწავლებლების დამსახურება დიდია, არც თავიანთ მასწავლებლებს თვლიან ენერგეტიკოსებად?
კიდევ ბევრის აზრი მაინტერესებს: კოლეგების, მეგობრების, ნაცნობების..
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა / Georgian State Electrosystem
ENERGO-PRO Georgia
JSC "Telasi"
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power
ჯიაიჯი • GIG
Georgian Railway / საქართველოს რკინიგზა
სიცხადის დროა კოლეგებო! რეჟიმი დგას შეშინებულ და გაჩუმებულ ადამიანებზე. გურამ როგავას ცნობილი ინტერვიუს ლოგიკა ნებისმიერ პროფესიაზე ვრცელდება,მათ შორის ენერგეტიკაზე",- წერს კაპანაძე.