HR-ები, იურისტები და ქოუჩების საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობენ.

ამის შესახებ HR Management Solution-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თაკო ჯგუშია სოციალურ ქსელში იუწყება და მსურველებს 28 დეკემბერს, 10:00-დან 15:00-მდე Holiday Inn-ში ეპატიჟება.

"საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის გავერთიანდით HR-ები, იურისტები და ქოუჩები, რათა გავუწიოთ ინდივიდუალური კონსულტაციები იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებული არიან (ან იყვნენ) საჯარო და კერძო სექტორში.

ყველა მსურველს ველით 28 დეკემბერს, 10:00-დან 15:00-მდე Holiday Inn-ში. ძალა ზრუნვაშია," - წერს HR Management Solution-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თაკო ჯგუშია სოციალურ ქსელში.