მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი დამტკიცდა.

დადგენილება განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის და მის გაცემაზე უარის თქმის წესსა და პირობებს. სანებართვო დოკუმენტი ასოციაციების დონეზე გაიცემა, გასაცემი დოკუმენტაციის კვოტებიც სააგენტოებისთვის გამოიყოფა გაცემის წესს კი მხოლოდ სააგენტო ადგენს.

20 მაისს სააგენტოს დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ მას აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს დოკუმენტის გაცემის პროცედურა, რაოდენობა და ვადები.

მიუხედავად იმისა,რომ განსაზღვრული წესით ნებართვები მხოლოდ ასოციაციების დონეზე გაიცემა, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ისევ სააგენტოს დირექტორი იღებს.

სააგენტო ასევე უფლებამოსილია შეაჩეროს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის სრული რაოდენობის არაუმეტეს 5%-ის გაცემა.

დადგენილება ასევე განსაზღვრავს სანებართვო დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის მიღებისათვის აუცილებელ პირობებსა და შეზღუდვებს.

დადგენილება 20 მაისს სრულად შევიდა ძალაში. გამონაკლისია მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც გადამზიდველი ვერ იქნება პირი, რომელსაც არ გააჩნია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა. ეს ნორმა ძალაში 2025 წლის 1 მარტს შევა.