სოციალურ ქსელში გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს ავტომობილიდან როგორ იცლება მაზუთი ვერეს ხეობაში.

ამ ვიდეოს საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება უკვე დაიწყო. ამის შესახებ განცხადება უწყებამ თავად გაავრცელა

დეპარტამენტის განმარტებით, იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაც და მძღოლიც. მათივე ცნობით, აღებულია მიწისა და წყლის სინჯები ლაბორატორიული კვლევისთვის.

„აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“- აღნიშნულია განცხადებაში.