სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (მატე) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი ავრცელებს. 

ამავე ცნობით, დელეგაციას უნგრეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი ხელმძღვანელობდა.

უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების პროფესორებმა ბაზაზე არსებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს, ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

აღსანიშნავია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა. მემორანდუმი სამეცნიერო კვლევების და აგრარული განათლების მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასაც ითვალისწინებს.