ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამცველებსა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება იყო, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პოლიციასა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ლისის ტბის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს. „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეები სამართალდამცველებს სთხოვენ, ფესტივალის გამართვის ადგილას შესვლის უფლება მისცენ.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, რომლებმაც დიდი კორდონი გააკეთეს ლისის ტბის შესასვლელთან.

ფოტო: ინტერპრესნიუსი