უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ათ ლიეტუველ პოლიციელს, „პრორუსული განწყობის“ გამომხატველი გამოთქმებისთვის, დისციპლინურ პასუხისმგებლობა დაეკისრა, ხოლო ორი მეხანძრე, სოციალურ ქსელებში პრორუსული კომენტარების გამოქვეყნების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია სამშაბათს, 24 სექტემბერს, ვებ-გვერდმა 15min.lt-მ გაავრცელა.

პოლიციის დეპარტამენტმა 15min.lt-ს განუცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „პრორუსულ შეხედულებებში“ ეჭვმიტანილ თანამშრომლებთან ცხრა „პრევენციული საუბარი“ ჰქონდა და მათ დიციპლინარული საჯელის სახედ გაფრთხილება დაუდგინა.

პოლიციის ცნობით, ამავე მიზეზის გამო, ერთ-ერთ ოფიცერს სამუშაო ნებართვასა და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომაზე უარი ეთქვა.

იმავდროულად, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც უწყების თანამშრომლებმა სოციალურ ქსელებში რუსეთის მიმართ სიმპათია გამოხატეს.

დეპარტამენტის ცნობით, „ფეისბუკზე“ პრორუსული სიმპათიების გამოხატვის გამო, ერთი ოფიცერი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„კიდევ ერთი ოფიცერი სამსახურიდან მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღესთან დაკავშირებული სიმბოლოების „ფეისბუკზე“ განთავსების გამო გათავისუფლდა“, - ნათქვამია სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედება „ოფიცრის სახელის შეურაცხყოფად“ იქნა მიჩნეული.

კიდევ ერთ მეხანძრეზე წინასწარი გამოძიება მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია „ტიკტოკზე“ უარყო.

თავის მხრივ, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ მის თანამშრომლებს შორის პრორუსული სიმპათიები არ გამოვლენილა.

წყარო: 1 არხი