ლეო მესი „პარი სენ-ჟერმენმა“ დაასანქცირა. არგენტინელი ფეხბურთელი 2 კვირის განმავლობაში ხელფასს ვერ მიიღებს - დაახლოებით 2 მილიონ ევროს, ვერ ითამაშებს და კლუბთან ერთად ვერ ივარჯიშებს. ამის მიზეზი მესის საუდის არაბეთში სტუმრობა გახდა, სადაც ფეხბურთელი ტურიზმის ელჩია. ამ მგზავრობაზე თანხმობა არ მიუციათ არც მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს და არც სპორტულ დირექტორს ლუიშ კამპუშს.
ამ ინციდენტის შემდეგ გაზეთმა „ეკიპმა“ დაწერა, რომ პსჟ არ გააგრძელებს კონტრაქტს მესისთან და არგენტინელი სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.