კვერცხის წარმოება 10-წლიან მაქსიმუმზეა, რძის და ხორცის კი შემცირდა, - ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია. 2025 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 545.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 5.0 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2025 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 28.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. 2025 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 81.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.7 პროცენტით ჩამორჩება.
2025 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 165.4 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია. 2025 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 688.0 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია“, - წერია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
