transfermarkt-მა იტალიის სერია A-ს მოთამაშეთა ფასები განაახლა, რომლის მიხედვითაც „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის მეორედან მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა.

პირველ ადგილზე ვიქტორ ოსიმენია, რომლის ფასი 120 მილიონი გახდა, ვიჩას ფასი კი უცვლელი დარჩა. მას „მილანის“ პორტუგალიელმა შემტევმა, რაფაელ ლეაომ გადაასწრო, რომლის ფასიც 10 მილიონით გაიზარდა და 85 მილიონი გახდა.

სერია A-ს ძვირად ღირებული მოთამაშეების ხუთეული ასე გამოიყურება:

ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“) – 120 მლნ. ევრო;

რაფაელ ლეაო („მილანი“) – 90.00 მლნ. ევრო;

ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) – 85 მლნ. ევრო;

ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) – 85 მლნ. ევრო;

ნიკოლო ბარელა („ინტერი“) –  75.00 მლნ. ევრო.