კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უწყება - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო ამოქმედდება.
პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა.
კულტურის მიმართულებით კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის სამინისტროს გადაეცა, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.
არსებული ინფორმაციით, კულტურისა სამინისტროს თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა სპორტის მინისტრის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე დაასახელა.