„ცისფერი მარმარილო“ - ასე ჰქვია NASA-ს ეკიპაჟიანი მთვარის მისიის, „აპოლო 17“-ის წევრების მიერ დედამიწისთვის გადაღებულ ფოტოს. იგი ზუსტად 53 წლის წინ იყო გადაღებული. კამერა Hasselblad-ით გადაღებული ეს სურათი პირველი იყო, რომელზეც დედამიწის მთლიანი სიმრგვალე იყო ასახული. იქამდე, დედამიწა კაცობრიობას მხოლოდ ფრაგმენტირებულად ჰქონდა ნანახი. 53 წლის შემდეგ პლანეტის ახალ ფოტოებზე, რომლებიც ძველს შეადარეს, ცვლილებები დაინახეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კაცობრიობა ძალიან ჩქარი ტემპებით ცვლის დედამიწას და ეს თუ აქამდე არც თუ ისე შესამჩნევი იყო, ახლა თვალში საცემია. ურბანიზაცია, ტყეების გაჩეხა, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ადგილები - ეს ყველაფერი დედამიწის იერსახეს ცვლის.

ასტრონომების თქმით, მთავარი, რაც კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ზედაპირზე ჩანს - ეს არის გაჩეხილი ტყეები და მცენარეების შემცირება. ასევე მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის მკვეთრი შემცირება აღნიშნეს, რაც კლიმატის ცვლილების მთავარი ინდიკატორია. ასტრონომები ასევე აღნიშნავენ ქალაქების მკვეთრ მატებას და განაშენიანების ზრდას, გაზრდილია ხანძრების რიცხვი.

მომდევნო ეკიპაჟიანი მთვარის მისია Artemis II 2026 წელს არის დაგეგმილი და ასტრონომები კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ახალ ფოტოებს მოუთმენლად ელოდებიან.

წყარო: imedninews.ge