La Roche-Posay-ის აკნეს სამკურნალო პროდუქტი Effaclar Duo აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღეს - როგორც გაირკვა, სამკურნალო საშუალება ბენზოლინის პეროქსიდს შეიცავს, რომელიც კანცეროგენია (ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას). ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
ერთი წლის წინ დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ, Vailsure-მა კვლევა ჩაატარა და მაშინ თქვეს, რომ La Roche-Posay-ის მრავალი პროდუქტი მაღალი დოზით ბენზოლინის პეროქსიდსა და ბენზოლინს შეიცავდა. მათ კვლევა აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას გაუგზავნეს და ამ პროდუქტების გაყიდვიდან ამოღება ურჩიეს. FDA-მ მათ მოთხოვნას არ უპასუხა.
- აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად ბენზოლინს ლეიკემიის გამოწვევა შეუძლია. L'Oreal-ის მტკიცებით, დამაბინძურებლის კვალი პროდუქტის მხოლოდ ერთ პარტიაშია ნაპოვნი.
"მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი კონცენტრაცია არ წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის რისკს, ჩვენ მზად ვართ, ხარისხის უმაღლესი სტანდარტი დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, FDA-სთან ახლო თანამშრომლობით, გადავწყვიტეთ, რომ გაყიდვიდან ამოვიღოთ არსებულ ფორმულაზე დამზადებული Effaclar Duo-ს დარჩენილი ლიმიტირებული ერთეულები", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, Effaclar Duo-ს გაუმჯობესებული ფორმულირება 2024 წლიდან მუშავდება და მალე ხელმისაწვდომი იქნება.
ცნობისთვის, ბენზოლი ორგანიზმში შეიძლება სასუნთქი ორგანოებიდან ან დაზიანებული კანიდან მოხვდეს და მწვავე, ზოგჯერ კი ქრონიკული მოწამვლა გამოიწვიოს.
წყარო: ambebi.ge