უმაღლესი განათლების სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა 25.1 ათასამდე 2010-22 წლებში. უცხოელი სტუდენტები მთლიანი ჩარიცხვების 15.2%-ს შეადგენდნენ 2022/23 წელს. სტუდენტების უმეტესობა ინდოეთიდან (52.1% 2022/23 წლებში), იორდანიიდან (8.7%) და ისრაელიდანაა (5.5%). ინფორმაციას Galt&Taggart ანგარისში „ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში“ აქვეყნებს.
უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (74.6%) კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს 2022/23 წლის მდგომარეობით. ჯანდაცვისა სამაგისტრო პროგრამები რჩება ყველაზე პოპულარული საერთაშორისო სტუდენტებს შორის 2022/23 წლებში (ჩარიცხულთა 88.1%).
„სტუდენტების რაოდენობა და კერძო უნივერსიტეტების ჩარიცხვების წილი სტაბილურად გაიზრდება. კერძო სექტორში 64,3 ათასი სტუდენტი სწავლობდა (ჯამურის 39.0%) 2022 წელს (25.0 ათასი 2011 წელს).
ჩვენი მოლოდინით, სტუდენტების რაოდენობის ზრდა გაგრძელდება ნელი ტემპით და 2027/28 წელს 173.4 ათასამდე გაიზრდება ამჟამინდელი 164.9 ათასიდან. ზრდა განპირობებული იქნება გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის, უფროსი ასაკობრივი ჯგუფების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნისა და უცხოელი სტუდენტების სწრაფი ზრდით“, - ნათქვამია ანგარიშში.