ქუთაისში, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაკვეთით, ტურისტებისთვის შექმნილ აპლიკაციას „გეიარ გამეიარე" აღარ დაერქმევა.

სახელწოდებას ქუთაისში გიდების ნაწილის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი კრიტიკის შემდეგ აპლიკაციის სახელის შეცვლა გადაწყვიტა და მას „ქალაქი მუზეუმი" დაერქმევა.

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ აპლიკაციის შექმნისთვის ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში წერია, ააიპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“ დიჯითალ ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ონლაინ სივრცეში ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ესაჭიროება აპლიკაციების შექმნა-თამაში ქუთაისის შესახებ და გაძლიერებული რეალობა (AR) ქუთაისის არქიტექტურისთვის. ტენდერში შპს „რეროდევმა” გაიმარჯვა. მას აპლიკაციების შექმნისთვის 100 850 ლარი მიიღო.

წყარო: megatv.ge