ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია - ქართველმა ძიუდოისტმა ევროპული ფინალი მესამე ცდაზე მოიგო. ფინალში ილიამ აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა.სხვათა შორის, კოცოევმა ილიას პარიზის ოლიმპიადის ფინალი მოუგო.
ცნობისთვის, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ილია სულამანიძე ვერცხლის მედალოსანი ხდებოდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალს გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა, ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მიიღო ტატო გრიგალაშვილმა.