სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლების კომპეტენციის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჰოლივუდიდან მოწვეულმა ტრენერებმა თბილისში 5-დღიანი ინტენსიური ტრენინგი და მასტერკლასი გამართეს.
ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ არა მხოლოდ ფილმისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, არამედ საინტერესო ლოკაციების შერჩევის მნიშვნელობასა და ხერხებს. პროგრამის დასრულების შემდეგ ღონისძიება გაიმართა, სადაც კურსის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.