რუსთავში ჰაერის დაბინძურება მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მეტალურგიული და ცემენტის ქარხნებიდან გამონაბოლქვი და მტვრის ნაწილაკები მნიშვნელოვნად აღემატება ნორმას. ჩეხურმა ორგანიზაციამ Arnika-მ დაადგინა, რომ სამრეწველო ზონის სიახლოვეს ტყვიის შემცველობა 24-ჯერ, ხოლო კადმიუმის 26-ჯერ აღემატება დასაშვებ დონეს.

კვლევის მიხედვით, ქუჩის მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის მაჩვენებლები საბაზისო დონეებს 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აჭარბებს. საშიშ ზონებად დასახელებულია საბავშვო მოედნები და საკვებიც – მათ შორის ქათმის კვერცხი და თევზი.

რუსთავის სამრეწველო ზონაში მოქმედებს ცემენტის და მეტალურგიული ქარხნები, რომელთა შორის ნაწილის მფლობელობაში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის სახელთან დაკავშირებული კომპანიები – „რუსთავის ცემენტი“ და „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიები მოგებას ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებენ და ურჩევნიათ ჯარიმების გადახდა, ვიდრე ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

tvpirveli.ge