16 ოქტომბს გამართულ გადაუდებელი მედიცინის ევროპულ კონგრესზე წარმოადგინეს კვლევა, რომლის თანახმადაც ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება კლინიკებში პატიენტების მიმართვიანობას ზრდის

ეს ურთიერთკავშირი აქტუალური იყო მაშინაც კი, როდესაც დაბინძურების დონეები ჯანმო-ს რეკომენდირებული პარამეტრების ფარგლებს არ სცდებოდა.

მკვლევრებმა ფლორენციაში კარეჯის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელ განყოფილებაში 2019-2022 წლებში 307 279  ვიზიტის მასალა შეისწავლეს და შეადარეს PM2.5 და PM10 ნაწილაკების ყოველდღიურ დონე პაციენტების საცხოვრებელ ადგილებში.

აღმოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურების დონის მომატებიტან რამდენიმე დღეში პოლიკლინიკაში პაციენტების ყოველდღიური მიმართვიანობა 10-15%-ით იმატებდა.

აგრეთვე იზრდებოდა ტრავმების მიღების შემთხვევები, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო პაციენტებში სუნთქვის გართულების და კანის პრობლემები.

ტრავმების მიღება უფრო ხშირი იყო ახალგაზრდებში, ხოლო 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში  სუნთქვის გართულება

ეს კვლევა ფლორენციის უნივერსიტეტის და კარეჯის საუნივერსიტეტო პოლიკლინიკის საგანგებო მედიცინის ექიმ-რეზიდენტმა და ლონდონი დედოფალი მერის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ანდრეა როსეტომ წარადგინა.

დოქტორ როსეტომ ბრძანა: ,,ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით სასუნთქი გზებისა და ფილტვებისთვის, ეს ჩვენს ჯანდაცვით სერვისებზე იქონიებს გავლენას, თუმცა ჰაერის დაბინძურების დონის მატებასა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებში პაციენტების მიმართვიანობასთან კავშირის შესახებ არ ვიცოდით“.

,,ჩვენ პოლიკლინიკი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ძირითადად ავტო-საგზაო შემთხვევების მსხვერპლები მოგვმართავდნენვინაიდან ტრანსპორტი ქალაქში ჰაერის დაბინძურებას ზრდის, შესაძლებელია, გზების გადატვირთულობა პირდაპირ დაკავშირებულია ავარიებში ტრავმების მიღებასთან და ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეულ სასუნთქი გზების მომატებულ პრობლემებთან. გადაუდებელი დახმარების მისაღებად მეტ პაციენტი მოგვმართავს სუნთქვის პრობლემებით იმ დროს, როდესაც ჩვენი ტრავმატოლოგიური განყოფილება ისედაც გადატვირთულია, რაც გაწეული პირველადი დახმარების დონის დაცემას იწვევს.”

,,თუ ჩვენი ჯანმრთელობის დაცვა და საავადმყოფოებზე წნეყის შემცირება გვინდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ემისიების მინიმუმამდე დასაყვანად და შევამციროთ ჰაერის დაბინძურება” ─ დოქტორი ბარბარა ბაქუსი.

სტატიაზე მუშაობდნენ: გიორგი ქარქუზაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო: Airqualitynews.com

"მწვანე პოლუსი"