აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრის ნებისმიერი შედეგი პეკინისთვის სასარგებლო იქნება, – ვარაუდობს CNN.
ამერიკული მედია იუწყება, რომ თითოეული მხარის მიერ შესაძლო დათმობების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მოლაპარაკებების შედეგი, მათი შინაარსის მიუხედავად, ჩინეთისთვის ტრიუმფი იქნება.
ტელეარხის ცნობით, ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის უკვე ფაქტი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალ ერას აღნიშნავს, ამავდროულად, პეკინი აშინგტონის ზეწოლას არ დაემორჩილება.
აღნიშნულია, რომ მომავალი მოლაპარაკებები ჩინეთის ლიდერს საშუალებას მისცემს, გლობალურ ასპარეზზე შეერთებულ შტატებთან თანასწორობა აჩვენოს.