გლდანის რაიონის გამგეობამ  მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ  კორპუსებთან  (N100 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარედ) სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგვება  სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.  ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 350 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო.