საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი „ბაიერნი“ ესპანური „ვალენსიის“ მეკარით, გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება, - ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.
რომანოს ინფორმაციით, მამარდაშვილი კლუბის სატრანსფერო სიაში 100%-ითაა გათვალისწინებული და ფეხბურთელთან კონტრაქტის პირადი დეტალების მოგვარება არ გაუჭირდება.
ამ დრომდე, გიორგი მამარდაშვილის გადმობირებით რამდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მათ შორის მილანის “ინტერი”, ლონდონის “ჩელსი” და ლონდონის “ტოტენჰემი”
ცნობისათვის, transfermarkt-ზე ქართველი მეკარის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.