სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. მისი თქმით, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.
გოდოლაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც განმარტავს ქვეყნის დატოვების მიზეზებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ
"ჩემო გულშემატკივარნო, არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რომელსაც ჰქვია საბატიკლი, (ქართული სახელი არ ვიცი, მომიტევეთ). მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, 30 წელია ამ პროფესიას ვემსახურები, გარკვეულო ხნით მიწევს სამეცნიერო მუშაობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 10 წელიწადი ამერიკულ გუნდთან ერთად ვქმნიდით ახალი ტიპის სეისმური და გეოდეზიური მონიტორინგის სისტემებს. შეგროვდა უნიკალურო მასალა. მასალის დამუშავებისა და სტატიების გამოქვეყნებისათვის დაგეგმილი იყო ერთობლივი მუშაობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე(მოსამართლე შორენა გუნცაძის ვაი განაჩენის შემდეგ), ჩემმა ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად , დროებით განვრიდებოდი სიტუაციას და მესარგებლა საბატიკლით და მემუშავა სტატიებზე და პროექტებზე, ასევე დროებით, ამერიკაში. სამეცნიერო მივლინების და საბატიკლის პირობებით, დროებით ვმუშაობ სხვა, ამერიკულ უნივერსიტეტში:) არ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან, დროებით წავედი მტრის ჯინაზე! ვიდრე ეს მტერი ბოგინობს! მე საქართველოს გარეშე არ შემიძლია. არც საქმიანობა მიმიტოვებია! ვემსახურები საქართველოს! ასევე მტრის ჯინაზე! ინტერნეტი არსებობს და ჩემი და ჩემი გუნდის მიერ საათივით აწყობილი სისტემა! დროებით ვიდრე არ ვარ, ჩემს ადმინისტრაციულ მოვალეობებს, ასევე დროებით! შეასრულებენ ჩემი ყოფილი სტუდენტები, ჩემი “გველის წიწილები”, აწ უკვე მაგარი მეცნიერები, რომელთა დაზრდითაც ძალიან ამაყი ვარ. უმაგრესი გუნდი! მიწისძვრის დროს ხაზზე ვარ! ქართველებო!
მიყვარხართ და მომწერეთ ხოლმე შეკითხვები, როგორც ადრე მწერდით. ვეცდები, დაგეხმაროთ როგორც შემიძლია! ძალიან ბევრი ადამიანია გადასარჩენი, მზია, ანდრო… ყველა მებრძოლი ქვეყანაა გადასარჩენი", - წერს გოდოლაძე სოციალურ ქსელში.