სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. როგორც მან "მთის ამბებთან" უთხრა, გადაწყვეტილება დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.

თეა გოდოლაძე დიდი ხანია ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დაჭერით ემუქრებიან. მისი ახსნით, "ქართულ ოცნებას" მისი კრიტიკული შეფასებები არ მოსწონს. თეა გოდოლაძე "ოცნების" გარემოსდაცვით, ურბანილ, სამშენებლო, საგზაო ინსფრასტუქტურის განვითარების, ქალაქგეგმარების, გეოლოგიურ, სეისმოლოგიურ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პილიტიკას მკაცრად აკრიტიკებდა და მოსალოდნელ ტრაგედიებზე აფრთხილებდა. გოდოლაძის მტკიცებით, მის მიმართ რეპრესია განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ გაძლიერდა. მისივე განმარტებით, სწორედ შოვის ტრაგედიის შემდეგ გოდოლაძის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" და სამთავრობო, პროპაგანდისტულმა მედიებმა საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. გარდა ამისა, სასამართლომ გოდოლაძის ყოფილი პარტნიორი მის მიმართ ძალადობის საქმეში გაამართლა.

"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ", - ამბობს გოდოლაძე.