აშშ საელჩომ გადამოწმების გვერდი შექმნა (https://i94.cbp.dhs.gov/home), სადაც მსურველს საშუალება აქვს შესაძლებელი, შეიყვანოს პირადი მონაცემები და გადაამოწმოს თავი თუ რამდენი ხნით შეძლებს ამერიკაში დარჩენას.

„ოფიციალური საიტი აშშ-ში წამსვლელი მოგზაურებისთვის: განაცხადის შეტანა დროებითი I-94 ფორმაზე, I-94/I-95 ფორმის მოძიება, მოგზაურობის ისტორიის მოთხოვნა და მოგზაურობის შესაბამისობის შემოწმება.

აშშ-ში წამსვლელ საერთაშორისო მოგზაურებს შეიძლება მოითხოვონ დროებითი I-94 ფორმა ან მიიღონ I-94/I-95 შესვლის ნომერი/ჩანაწერი (რომელიც წარმოადგენს ვიზიტორის ლეგალური სტატუსის დამადასტურებელ საბუთს), ასევე მიიღონ აშშ-ში ჩასვლისა და გამგზავრების შეზღუდული მოგზაურობის ისტორია“, - ნათქვამია ვებ გვერდზე.