რამდენიმე საათის წინ Facebook-ზე Tv იმედის გვერდი დაიბლოკა, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გვერდზე მოხდა კიბერშეტევა, რის გამოც გვერდი დაიბლოკა, მათი თქმით Meta-სთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გვერდი 24 საათში აღდგება.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები Meta-სთან. ბოლო ინფორმაციით (რასაც თვითონ Facebook-იც გვიდასტურებს) TV Imedi-ს გვერდზე განხორციელდა შეტევა, რითაც ყალბმა ანგარიშებმა ავტომატურად დაარეპორტეს TV Imedi-ს გვერდი! გვერდი დაბრუნდება უახლოეს 24 საათში, მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხართ,“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.