კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე ტექნიკურ გაუგებრობას უწოდებს იმას, რომ მის დეკლარაციაში არაა მითითებული თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
„წლებია ყოველთვის დეტალურად და სრული პასუხისმგებლობით ვავსებ დეკლარაციას, ასე მოხდა 2022 წელსაც, შესაბამისად ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია. დაუყონებლივ მივმართე საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საკითხის შესწავლის მიზნით, როგორც გაირკვა ტექნიკური გაუგებრობა იყო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა.“- აცხადებს კუკულაძე.
დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა.