ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეგულაცია ძალაში დღეიდან შედის.
ბრძანების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 23 იანვარს გამოქვეყნდა, რეესტრი უზრუნველყოფს ერთიანი და სრულყოფილი ბაზის შექმნას, სადაც აისახება სახელმწიფო სერტიფიკატის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და ასლის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია.