კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

რეჟისორი მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

რეჟისორის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა.

ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს დღეს ასევე მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.

ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

პირველი არხი