მილანის მოდის კვირეულზე Diesel-მა სულ სხვა გზით არჩია 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება. მოდელები პოდიუმზე კი არ გამოიყვანა, არამედ ქალაქის მასშტაბით 18 ლოკაციაზე კვერცხის ფორმის გამჭვირვალე კაფსულაში მოათავსა. შესაბამისად, არც VIP ადგილები არსებობდა, რადგან ისინი ქუჩაში იყვნენ, ეკლესიებთან, სახელოსნოებთან, ღამის კლუბებსა და მოედნებზე.

კრეატიულმა დირექტორმა გლენ მარტენსმა ექსპერიმენტი იმისათვის წამოიწყო, რომ შოუ საჯაროდ მეტად ხელმისაწვდომი გაეხადა. თითქმის 5000 ადამიანი დარეგისტრირდა, რათა ვებაპლიკაციის საშუალებით ეყურებინათ კაფსულების ჩვენებისთვის. ასე მილანის მოდის კვირეულისთვის გაკეთებული დიზელის ჩვენება ინტერაქტიულ გამოცდილებადაც იქცა. Egg Hunt-ის ფარგლებში კვერცხი მაღაზიის ვიტრინის ფუნქციას ითავსებდა…

თავად მარტენსი კონცეფცის „დიზელის დემოკრატიას“ უწოდებს და მოდას ისეთ თამაშად წარმოაჩენს, რომელში ჩართვაც ყველას შეუძლია. ტანსაცმელიც ამ სულისკვეთებას ასახავდა და ექსპერიმენტულ ფორმებს ახალ მედიუმში ჩვენებით აბალანსებდა. 

აღსანიშნავია, რომ მილანის მოდის კვირეულზე კოლექციის ჩვენება სხვა ბრენდებმაც განსხვავებულად გადაწყვიტეს, მათ შორის გუჩიც გახლდათ, რომელმაც, დემნა გვასალიასთან ერთად, სიურრეალისტური ფილმი შემოგვთავაზა.