„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, დიდუბის რაიონში წყალმომარაგება 12 საათით შეიზღუდება, ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს
14 ივლისს, დიდუბის რაიონში, წერეთლის და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, დაზიანების აღდგენითი სამუშაოები 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 14 ივლისს, 13:00 საათიდან 15 ივლისის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონი: სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, დიდუბის, ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ცემის, ფოთის, გუდაუთის, მირცხულავს, კერესელიძის ქუჩებს, წინამძღვრიშვილის და ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, თამარ მეფის, წერეთლის, აღმაშენებლის გამზირების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge